პროექტის გეგმა

როექტის სახელიშუა საუკუნეების ესთეტიკა დავეფხისტყაოსანი
1.       მნიშვნელობა/აქტუალობა: დიდი წიგნი--„ვეფხისტყაოსანი“, 9 საუკუნე გავიდა შოთა რუსთაველის გენიალური პოემის  „ვეფხისტყაოსნის“  შექმნიდან, თუმცა იგი დღესაც უდიდესი საგანძურია საქართველოსთვის. მასში ასახული მაღალი ზნეობრივი ღირებულებები ზრდიდა და ასაზრდოებდა მრავალ თაობას. სიყვარულის, მეგობრობისა და თავდადების რუსთაველისეული მაგალითები მუდამ იყო ქართველი ხალხის ერთიანობის შთაგონების წყარო. „ვეფხისტყაოსანი“, უპირველესად, მოყვასისა  და უფლის სიყვარულს გვასწავლის, ამიტომაც  მომავალმა თაობამ  უნდა გაიაზროს ამ პოემის მნიშვნელობა და აქტუალობა.
2.     მიზნები და შედეგები: უკეთ გაეცნობიან შუა საუკუნეების ესთეტიკურ ღირებულებებს, მეტად გააცნობიერებენ პოემის მნიშვნელობას ქართველი კაცის ცხოვრებაში, ეზიარებიან მის ხიბლს. მოსწავლეები ისწავლიან სხვადასხვა რესურსების გამოყენებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს; მოამზადებენ თემასთან დაკავშირებულ  ვიდეოკოლაჟს, რაც კიდევ უფრო დაახლოებს მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, გაიღრმავებენ პრეზენტაციების მომზადების ცოდნას.
ფოტოების და ნახატების გამოფენა, ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.

3.    საგანი და პროცედურები: შეფასდება ინფორმაციის მოძიების ორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, ისტ-ის გამოყენება. მოსწავლეებთან ერთად შევადგენ განმავითარებელი შეფასების რუბრიკას; წინასწარ განსაზღვრული იქნება, რა შემთხვევაში მიენიჭებათ ჯგუფების ნამუშევარს D(დაბალი), B(კარგი) და A(საუკეთესო) ქულა. მოსწავლეებს ინსტრუქციების მიცემამდე ეცოდინებათ შეფასების რუბრიკები.

4.       წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებმა მეტ-ნაკლებად უკვე იციან პოემის შინაარსი და ის ფასეულობები, რაზეც მოგვითხრობს „ვეფხისტყაოსანი“.

5. სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: „ვეფხისტყაოსანი“, სირაძის „შუა საუკუნეების მსოფლმხედველობა“

6.       კლასი:  X კლასი

7.       ვადები: 2 თვე

8.       სამუშაო ენა: ქართული

9.       საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიისტორია, ხელოვნება,  ისტ-ი.




განხორციელების გეგმა

No comments:

Post a Comment